თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ ვაქცინის შემოტანის შემდეგ, ქვეყანამ მისი ათვისება ვერ შეძლო “არ გვეპატიება”.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ, სამედიცინო სექტორმა, კლინიკურმა სექტორმა და მოსახლეობამ კოორდინირებულად იმოქმედოს.
“უნდა დავირაზმოთ და მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ, სამედიცინო სექტორმა, კლინიკურმა სექტორმა და მოსახლეობამ კოორდინირებულად უნდა ვიმოქმედოთ. თუ ვერ შევძელით, ეს იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვერ შემოვიტანეთ, რომ ვერ შემოვიტანეთ, ამაზე შეიძლება, ძალიან ბევრი ობიექტური მიზეზი ყოფილიყო, მაგრამ როცა შემოვიტანთ და თუ მისი ათვისება ვერ შევძელით, ეს არ გვეპატიება,” – განაცხდა თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.
თუ დროული ვაქცინაცია ვერ მოხერხდა, გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება: გეგეჭკორი