LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ დროული ვაქცინაცია ვერ მოხერხდა, გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება: გეგეჭკორი

127
BeFunky-collage (5)

ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმის, ნანა გეგეჭკორის განცხადებით, თუ საქართველოში დროული ვაქცინაცია არ დაიწყო, სიტუაცია უმართავი გახდება, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვიშოვოთ ვაქცინა. ამაზე პირდაპირ ვართ დამოკიდებული. თუ ვერ მოხერხდა დროული ვაქცინაცია და მყარი იმუნიტეტის შექმნა, საზოგადოების დიდი ნაწილში პანდემია გაგრძელდება და უმართავი გახდება, იმიტომ რომ ახალი და ახალი შტამები გაჩნდება. ცხადია, ეს, პირველ რიგში, საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს და დააზარალებს ეკონომიკას,” – განაცხადა ნანა გეგეჭკორმა “ფორმულას” ეთერში.

დაავადებათა კოტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, გუშინ განაცხადა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა ამ თვეში შემოვა. მისივე განცხადებით, COVAX-ის პლატფორმასთან მოლაპარაკებები “ნოვავაქსის” ახალ ვაქცინაზეც მიმდინარეობს, რომელიც 2 თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.

გეგმის მიხედვით საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში უკვე თებერვლის ბოლოს უნდა ყოფილიყო.

ამავე თემაზე:

რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა – კოვაქს პლატფორმის განმარტება

ბრიტანეთმა რომ აცრა მოსახლეობის 30%, ამან შეაჩერა კოვიდი? ვაქცინაციის დაწყება კოვიდის გავრცელებას არ აჩერებს: პაატა იმნაძე

“Jonson&Jonson-ის 11 მილიონი ვაქცინა უკვე სამხრეთ აფრიკამ იყიდა – უნდა აღიაროთ სახალხოდ, რომ არაფრისმაქნისები ხართ!” – ხაზარაძე “ოცნებას”