იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ყოფილ პრემიერთან გიორგი გახარიასთან ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა გაიხსენა.
მისი თქმით, გახარია მზად იყო, რომ ვაქცინის საქართველოში ჩამოტანის შემთხვევაში ვაქცინა თვითმფრინავიდან თავად გადმოეტვირთა.
„ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ყოფილი პრემიერი გულწრფელად ამბობდა, ნეტა, ვინმემ მოიტანოს ვაქცინა და ამის უკან მხოლოდ სიტყვები არ იყოს, მე მივეხმარები თვითმფრინავის დაცლაში, პიროვნულად მზად ვარო, ამბობდა“.- ამბობს კულუმბეგოვი „მთავართან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ამ დრომდე გაურკვეველია, როდის დაიწყება საქართველოში ვაქცინაცია და რომელი ვაქცინით დაიწყება მოსახლეობის აცრა.