LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთმა რომ აცრა მოსახლეობის 30%, ამან შეაჩერა კოვიდი? ვაქცინაციის დაწყება კოვიდის გავრცელებას არ აჩერებს: პაატა იმნაძე

901
პაატა იმნაძე

“რომ აცრა, ვთქვათ, ბრიტანეთმა მოსახლეობის 30%, ამან შეაჩერა ბრიტანეთში კოვიდი? ეს ხომ ელემენტარულია, რომ ვაქცინაციის დაწყება კოვიდის გავრცელებას არ აჩერებს.” – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში დასმულ შეკითხვას – ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესში, სანამ მისი შედეგები ამუშავდება, რამდენად სწორად მიაჩნია რეგულაციების შემსუბუქება და რამდენად ეფექტიანია მკაცრი რეგულაციებიდან მსუბუქისკენ გადასვლა.

პაატა იმნაძის განცხადებით, ეპიდპროცესს არა  ვაქცინაციის დაწყება, არამედ ვაქცინაციის დასრულება შეაჩერებს”

“ვაქცინაციის დაწყება არ აჩერებს ეპიდპროცესს, ეპიდპროცესის გაჩერება შეუძლია ვაქცინაციის დამთავრებას.

აი, მაგალითად, ისრაელს უკვე შეუძლია. 90% ერთხელ აცრა, ძალიან ბევრია უკვე ორჯერ აცრილი, აქედან გამომდინარე, ისრაელი გადაწყვეტს. სხვა ქვეყნები ამას გადაწყვეტენ მაშინ, როცა მორჩებიან იმ თავის 60-70%-ს ვისაც აქვს დაგეგმილი აცრა.

მერე იმოქმედებს ეს ეპიდპროცესზე, მანამდე ეპიდპროცესის მართვა ხორციელდება ისევ, ასევ თქვათ, ნაცადი ხერხებით – დისტანციით და პირბადით.” – თქვა იმნაძემ.

დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის 8 დეკემბერს დაიწყო. ქვეყანაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამა “ფაიზერის” ვაქცინით ამოქმედდა.

დიდ ბრიტანეთში დღეიდან ვაქცინაცია იწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები