14 ოქტომბერს, კახეთში, გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულ ანა ქართლელიშვილთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„უნდა გაუძლო, გადარჩე და ელენეს მაგივრადაც უნდა გაიმარჯვო! აბა შენ იცი ჩემო ოქროს გოგო, გვაჩვენე, როგორი მაგარიც ხარ“, – წერს გიგა მაქარაშვილი.
კახეთში ავარიას კოალიცია „ცვლილებებისთვის“ შტაბის წევრი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში 14 ოქტომბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალა ელენე მეგრელიშვილი. არსებული ცნობითვე, მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ანა ქართლელიშვილი. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.