LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა მიიღონ თუ არა უკრაინა ნატოში: რას ფიქრობს მინისტერიალი და იმუშავებს თუ არა გერმანული მოდელი

116
E6GJX75ZRRC7RGKXUPQFCUA2XY
00:00
00:00

ბრიუსელში გაიმართა ნატოს მინისტერიალი, სადაც ცხადია უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ძირითადად სწორედ ამ მნიშვნელოვან თემას შეეხო გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანი და პოლიტიკური მიმომხილველი ბუკა პეტრიაშვილი. თუმცა ამას გარდა ისაუბრა საფრანგეთში, უნგრეთსა და რუმინეთში მიმდინარე ამბებზე.

რუმინეთში კალინ გეორგიესკუს პირველ ტურში დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი მოულოდნელი იყო, რის გამოც სკანდალი ღვივდება, რადგან ჩინური სოცქსელის ტიკ-ტოკის გამოყენებით რუსეთმა შეძლო სერიოზული სპეცოპერაციის ჩატარება და ამიტომაც გავიდა გეორგიესკუ. საიდუმლო მასალები გაამჟღავნა წარმავალმა პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა. ზოგადად მნიშვნელოვანია რუმინეთის ევროპული ორიენტიცია, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე უდიდესი ამერიკული სამხედრო ბაზა აშენდება.

ახლო აღმოსავლეთში ახლა პირველი რიგის ამოცანად მძევლების გათავისუფლების საკითხი დგას. სანაცვლოდ ისრაელი იღებს ვალდებულებას 45-60 დღემდე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და თან ციხიდან გაანთავისუფლებს პალესტინელებს, იმათაც, ვისაც სამუდამო პატირობა აქვთ მისჯილი.

საომარი მოქმედებია სირიაში. ალეპოს სწრაფ ტემპებში განთავისუფლების შემდეგ, სირიის განმათავისუფლებელი არმია სტრატეგიულ ქალაქ ჰამას არის მიმდგარი და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მართალია ასადის მხარეს ჩართულია რუსული ავიაცია, მაგრამ სირიის განმათავისუფლებელი არმია კარგ შედეგებს აღწევს. ქალაქ ჰამას განთავისუფლების შემდეგ გზა ხსნილი იქნება დედაქალაქ დამასკოსკენ.

„ნატოს მინისტერიალი გაიმართა. ბუნებრივია საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მთავარი განსახილველი იყო უკრაინისთვის დახმარების გაზრდა და დამოკიდებულება უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს წევრების უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის გაწევრებას, მაგრამ არიან სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნებიც. გერმანია ტრადიციულად წინააღმდეგია. არავის უკვირს ასევე უნგრეთის პოზიცია, რომლის მოსაზრებით, უკრაინის მიღებას შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი მოყვეს. არიან სხა ქვეყნებიც, რომლებიც არ ემხრობიან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც იღებდა მონაწილეობას. ის შეხვდა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, რომელიც ასევე თავს არიდებდა გაწევრიანების საკითხს. უკრაინის პირველი დიპლომატის თქმით, უსაფრთხოების ვერანაირი ალტერნატიული გარანტიები ვერ ჩაანაცვლებს ნატოში გაწევრიანებას.

განიხილება ე.წ. გერმანული მოდელი: ამაზე პრეზიდენტი ზელენსკიც საუბრობს. არ არის სავალდებულო უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდეს. შესაძლოა ოკუპირებული ტერიტორიები მე-5 მუხლის მოქმედების მიღმა დარჩეს. ეს გულისხმობს – თავდასხმა ერთზე ნიშნავს თავდასხმას ყველაზე. შესაბამისად, ვერ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვიდრე რუსეთი იქნება იქ. თუმცა ამ ვერსიასაც არ აქვს ერთიანი მხარდაჭერა.

მაშინ რა აზრი აქვს უსაფრთხოების გარანტიების ხელმოწერას? უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ესენი ერთმანეთს ხელს არ უშლის და მიმართულია თავდაცვისუნარიანობის განმტკივებისა და გრძელვადიანი დახმარების აღმოჩენისკენ.

კიევში დაუგეგმავი ვიზიტები მოეწყო.

არ ყოფილა გამოცხადებული გერმანის კანცლერის ოლაფ შოლცის ჩასვლა. ყველას აინტერესებს შედგა თუ არა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, „ტაურუსების“ გამოყენების თაობაზე შეთანხმება. როგორც ჩანს, შოლცი არ გადაწყვეტს ამ საკითხს თებერვალში დაგეგმილ არჩევებამდე.

თუმცა ის ხელცარიელი არ ჩასულა. გერმანია უკრაინას 650 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს. ამაში შედის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეფექტური სისტემები, ტანკები „ლეოპარდები“ და სხვა მნიშვნელოვანი აღჭურვილობა.

მეტიც, საუბარია იმაზე, რომ გერმანიამ სამხედრო წარმოება აამუშაოს, ერთად გააკეთონ სამრწეველო კომპლექსი უკრაინაში.

კიევში ვიზიტით ასევე იმყოფებოდნენ ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისის ვიცე-პრეზიდენტი კაი კალასი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი პორტუგალიელი ანტონიო კოსტა. ისაუბრეს ეკონომიკური დახმარების აღმოჩენაზე. ევროკომისია ერთგული დარჩება მილიარდობით დახმარების გამოყოფაზე შეთანხმების. როგორ მოხდება რუსეთის გაყინული რეზერვებიდან 50 მილიარდის ხარჯვა, ამაზე შეთანხება მიღწეულია.

ამასობაში 725 მლნ დოლარის სამხედრო დახმარება გამოყო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ. ის ახალი, 50-მილიარდიანი მოთხოვნით შევიდა კონგრესში, მაგრამ კონგრესის სპიკერმა პრინციპულად განაცხადა, რომ ვიდრე დონალდ ტრამპი ოფიციალურად არ შეუდგება საქმიანობას, არავითარ დიდ, ახალ დახმარებაზე საუბარი არ იქნება“.

ფოტო: local10
threads
yahoo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g