საპარლამენტო პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციამ “ქართული ოცნების” სისუსტეს სწორი გზით უნდა უპასუხოს.
მისი განმარტებით, ოპოზიციისგან ასეთი ნაბიჯი არ უნდა იყოს პარლამენტიდან გაქცევა და ბოიკოტი, რადგან ხელისუფლება სწორედ ამას ელოდება.
„ეს არის ქულის მიცემა ოპოზიციისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არა აქვს თავდაჯერება, რომ 43 პროცენტს აიღებს, არჩევნებს მოიგებს და აქედან გამომდინარე მოაწყო ეს დრამა, რომ ადამიანებს იმედი გაუქრეთ იმისი, რომ ამ არჩევნებზე რამე შეიცვლება და არჩევნებზე არ მივიდნენ, და ასეთი ფორმით აიღოს 43 პროცენტი.
პირიქით უნდა მოხდეს. ვისაც არ ჰქონდა ხელი მოწერილი ამ დოკუმენტზე, იმანაც უნდა მოაწეროს, ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც აქამდეც კი არ ყოფილა პარლამენტში, უნდა შემოვიდეს, „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე, ქართველი ხალხის თვალში ეცადოს და აქციოს, როგორც არადასავლელი, არაევროპელი პარტია“, – განუცხადა პარლამენტში ჟურნალისტებს იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, 28 ივლისს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება შარლ მიშელის დოკუმენტს ანულირებულად აცხადებს.