LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა მოვემზადოთ რუსული გაზის გარეშე ყოფნის სცენარისთვის, უკრაინაში ომი გაგრძელდება, შემოდგომის დასაწყისი უდავოდ ძალიან რთული იქნება – ემანუელ მაკრონი

85
brr30v347hn2w7s

„ჩვენ ვართ ე.წ. ჰიბრიდულ ომში. რუსეთი ენერგეტიკას, ისევე როგორც სურსათს, ომის იარაღად იყენებს”, – ამის შესახებ ემანუელ მაკრონი აცხადებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა საკუთარ მოქალაქეებს „კოლექტიური სიფხიზლისკენ” მოუწოდა, რათა გაზის დეფიციტის პირობებში, ბუნებრივი აირი ნაკლებად მოიხმარონ.

„ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსული გაზის გარეშე ყოფნის სცენარისთვის. ეს სცენარი არ არის თეორიული. ეს ძალიან მკაცრი სცენარია და ამისთვის უნდა მოვემზადოთ”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი განსხვავებით ზოგიერთი ევროპელი მეზობლისგან, ძალიან არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და ამჟამად, ისინი საკუთარ რეზერვებს ავსებენ. „ჩვენ ყველა უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი უდავოდ ძალიან რთული იქნება“, – დასძინა საფრანგეთის ლიდერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები