LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა შეძლოთ გავლენისგან ბოლომდე გათავისუფლდეთ და აღიაროთ, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია: დიმიტრი ხუნდაძე ალეკო ელისაშვილს

58
დიმიტრი-ხუნდაძე-დეპუტატი

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, გავლენისგან ბოლომდე გათავისუფლებისკენ მოუწოდა და ამასთანავე დაამატა, რომ მათ უნდა აღიარონ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ეს განცხადება ხუნდაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, რომელსაც დღეს, პირველად “მოქალაქეების” ლიდერებიც შეუერთდნენ.

ხუნდაძის თქმით, მას სურვილი აქვს, რომ პარლამენტში უფრო მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი იყოს, რომლებსაც არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ.

„მივესალმები ახლად შემოსულ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ღმერთმა გამრავლოთ ოპოზიციის სტატუსამდე! უბრალოდ, მე ალეკო ელისაშვილის პირველი სიტყვიდან უკვე მომეჩვენა, რომ მათ გავლენა შემოჰყვათ, ოპოზიციის იმ მაგიდის გარშემო მსხდომთ, რომელთაც ძირითადად სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.

“თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ და თან აშკარად, შემოყოლილი გაქვთ ეს გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა. კარგია  რომ აქ ხართ, მაგრამ სჯობს, რომ ცოტა მეტი მაინც იყოთ. ჩვენ აუცილებლად მოგცემთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას და იქ იმუშავეთ, მაგრამ შემდეგ, უნდა შეძლოთ, რომ  გავლენისგან ბოლომდე გათავისუფლდეთ და აღიაროთ, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია,“- უთხრა დიმიტრი ხუნდაძემ ელისაშვილს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g