LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უნდა ვიმოძრავოთ, რაც შეიძლება მეტი…მივიღოთ მეტი სითხე” – პაატა იმნაძე

138
paata (1)

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე კორონავირუსის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს და მოქალაქეებს რეკომენდაციებს აძლევს.

“ვიყოთ მოსვენებული, მაგრამ აქტიური, იმიტომ რომ უნდა ვიმოძრავოთ, რაც შეიძლება მეტი…   “მივიღოთ მეტი სითხე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამძიმებას. ერთ-ერთი არის ის, რომ სისხლის შედედებაზე შეიძლება, ამან იმოქმედოს.

განიხილება​ უსიმპტომო პაციენტებისთვის თრომბოემბოლიური კვლევების ჩატარება - თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძის განცხადებით, ეს იმის გარანტი იქნება, რომ მათ შემდგომი გართულება არ განუვითარდებათ

ამიტომ დავისვენოთ, თუმცა ვიმოძრაოთ სახლში. დაახლოებით, თვითმფრინავში ვინც მჯდარა, ძალიან დიდხანს რომ ერთ პოზაში ხარ, არ შეიძლება. ჯობია ვიაროთ აქეთ-იქით, რომ სისხლმა კარგად იმოძრაოს. თუ სითხესაც მივიღებთ, მარტივად რომ ვთქვა, სისხლი უფრო მოძრავი იქნება ჩვენს სისხლძარღვებში. ლიმნიანი ჩაი კარგია ამისთვის.

თუ სამედიცინო ჩვენებაა, არსებობს ოჯახის ექიმი, რომელმაც უნდა შეაფასოს პაციენტი. თუ რისკფაქტორია და რაიმე მძიმდება, პაციენტი უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკაში”, – თქვა იმნაძემ “ფორმულას” ეთერში.

მისი თქმით, სახლის პირობებში, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ შეიძლება ე.წ. სისხლის გამათხელებლების მიღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g