LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განიხილება​ უსიმპტომო პაციენტებისთვის თრომბოემბოლიური კვლევების ჩატარება – თენგიზ ცერცვაძე

144
befunky-collage-16-2020-10-18-17-34-17-080456

“დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მუშავდება, რომ სახლში დატოვებულ პაციენტებს, ვინც სულ მცირე რისკფაქტორია, ჩაუტარდება სისხლის საერთო ანალიზი და თრომბოემბოლური კვლევები”,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან და კლინიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ცერცვაძის განცხადებით, ეს იმის გარანტი იქნება, რომ მათ შემდგომი გართულება არ განუვითარდებათ. მისივე თქმით, თრომბოემბოლიური გართულებები კოვიდისთვის ძალიან დამახასიათებელია, მათ შორის უსიმპტომო პაციენტებისთვის.

დათო გორგილაძე 41 წლის ქალის გარდაცვალებაზე: „არათუ ექიმებმა, არამედ ჩვენც კი ვიცოდით – covid 19 ახდენს სისხლის გასქელების პროვოცირებას…“

რამდენიმე დღის წინ ბათუმის კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტის გარდაცვალების მიზეზად თრომბოემბოლიური გართულება დასახელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები