LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გორგილაძე 41 წლის ქალის გარდაცვალებაზე: „არათუ ექიმებმა, არამედ ჩვენც კი ვიცოდით – covid 19 ახდენს სისხლის გასქელების პროვოცირებას…“

780
datogorgiladze2010

ტელეწამყვანი და მწერალი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში 41 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ წერს. შეგახსენებთ, რომ ბათუმში კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა ქალი, რომელიც კორონათი იყო დაავადებული, თუმცა გამოხატული სიმპტომები არ ჰქონდა.

გთავაზობთ დათო გორგილაძის მოსაზრებას ამ თემაზე:

„41 წლის ქალი მოკლა კორონამ.

უსიმპტომო. სხვა, ქრონიკული დაავადებების გარეშე.

მოთავსებული იყო ე.წ კოვიდსასტუმროში.

გარდაცვალების მიზეზი თრომბოემბოლიაა. ანუ ის, რასაც უბრალოდ თრომბს ვუწოდებთ.

ეს მოხდა იმის ფონზე, რომ:

1. არათუ ექიმებმა, არამედ ჩვენც კი ვიცოდით – covid 19 ახდენს სისხლის გასქელების პროვოცირებას და საჭიროა მისი კონტროლი;

2. თენგიზ ცერცვაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ხშირია უსიმპტომო პაციენტების მომენტალური დამძიმების შემთხვევები.

ახლა საინტერესოა:

ა) უკეთებდნენ თუ არა ამ ადამიანს სისხლის ანალიზს და თუ უკეთებდნენ, მაშინ რა სიხშირით;

ბ) ბოლოს როდის ესაუბრა მკურნალი ექიმი და დაინტერესდა მისი მდგომარეობით;

გ) ეს ჩანაწერი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს უფლებამოსილი პირებისთვის, რომლებიც შეისწავლიან “სატელეფონო კონსულტაციას” და დაადგენენ, საქმე ხომ არ გვაქვს სამსახურებრივ გულგრილობასთან. ანუ, ექიმის რიტორიკაში ხომ არ შეინიშნება პათოსი: “უი, სისუსტე და დაღლილობა ეგ არაფერი, ბუნებრივია, ყველანი დაღლილები ვართ, თქვენი ჭირიმე”.

სამწუხაროდ, ჩვენთან ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანების გადარჩენას სხვა ადამიანის სიკვდილი სჭირდება.

ოჯახს თანავუგრძნობ, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ მათთვის ეს არაფრისმიმცემია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები