LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა ვიომოთ, როცა სხვანაირად სამშობლოს ღირსების გადარჩენა შეუძლებელია, როცა გადარჩენის გზა სხვაგვარია და ომს გვაძალებენ, უნდა ვიცოდეთ, ეს ჩვენი მომავლის ინტერესებს არ ემსახურება: მდინარაძე

159
87984767_276595566642273_7319368993943322624_n.jpeg

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყნის ინტერესებში ომი არ შედის.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, “ომს გვაძალებენ. მისი თქმით, ქვეყნის გადარჩენის გზა არა ომით, არამედ სხვა გზებით არის შესაძლებელი.

„პატარა და ძალიან ამაყი ერი ვართ. პატარა და ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს. ჩვენი ისტორია სამშობლოსა და ღირსების შენარჩუნების, გადარჩენისთვის ბრძოლაა. სულ ბრძოლა გვიწევდა. დღესაც ვიბრძვით და მომავალშიც მოგვიწევს!.. ომი სამხედრო ძალადობა და დიდი ტრაგედიაა. ის ვიღაცისთვის პოლიტიკის გაგრძელება, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის კი უკიდურესი აუცილებლობაა. საჭიროების შემთხვევაში უნდა ვიომოთ კიდეც, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ! მაგრამ როდის არის ეს საჭიროების შემთხვევა თუ უკიდურესი აუცილებლობა?! უნდა ვიომოთ მაშინ, როცა სხვანაირად სამშობლოს, ღირსების თუ უბრალოდ, ფიზიკური გადარჩენა შეუძლებელია. ხოლო როცა გადარჩენის გზა სულ სხვაგვარია და ომს გვაძალებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ომი ჩვენი და ჩვენი მომავლის ინტერესებს არ ემსახურება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g