LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

UNGCNG-ის ორგანიზებით კონფერენცია „ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ გაიმართა

149
_DSC2531

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, პროგრამა Target Gender Equality-ის ფარგლებში, კონფერენცია – „ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ გაიმართა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა და გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესახებ, ფონდ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ ისაუბრა.

ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა „აწარმოე საქართველოში“ – ს დირექტორის მოადგილემ, ირაკლი გაბრიაძემ, ინვესტორთა საბჭოს გენდერისა და სოციალური ინკლუზიის ექსპერტმა, ანა ილურიძემ, „გაზელ ფაინანსის“ საინვესტიციო დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ, ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსმა, სალომე თვალოძემ და USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის კერძო სექტორის განვითარების სპეციალისტმა, სოფიკო სხირტლაძემ მიიღეს.

პანელისტებმა გენდერულად მგრძნობიარე მდგრადი შესყიდვების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ასევე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკაზე, პრაქტიკასა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ღონისძიებაში მონაწილეობას კერძო სექტორის, დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქართველოს ეროვნული ბანკის და „აწარმოე საქართველოში“-ს წარმომადგენლები მიიღეს.

კონფერენცია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამასთან (CSEP) თანამშრომლობით გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g