LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ასამბლეა და საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება – ქსელის წევრი კომპანიები თანხას „ნინო ქათამაძის ფონდში“ გადარიცხავენ

141
Untitled design (91)

25 დეკემბერს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში, (Jungle Room Conference Hall), გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი გენერალურ ასამბლეას და საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს.

ქსელი  2023 წელს გაწეულ სამუშაოს და შეთანხმების წევრების მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში არსებულ პროგრესს შეაჯამებს.

ასევე, ასამბლეაზე, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი კომპანიები, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, „ნინო ქათამაძის ფონდში“ თანხას გადარიცხავენ.

ღონისძიების სპონსორები არიან: „თიბისი ბანკი,“ „რუმსი,“ ancient valley, „საქართველოს ბანკი,“  „სევსამორა,“ „ელიტ ელექტრონიქსი,“ „ქრაუნ პლაზა,“ „კუნძული,“ „მინისო,“ „წყალტუბო პლაზა,“ „ტერმინალი,“ „აჭარა ჯგუფი,“ „სარაჯიშვილი,“ GPI Holding, Ramada by Wyndham Tbilisi Old City, „სასტუმრო და რესტორანი ჯინჯერი,“ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და „ბარამბო.“

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გენერალურ ასამბლეას, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის და შვედეთის მთავრობის  მხარდაჭერით გაიმართება, ქსელის წევრი კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები