LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრელებს 2 ათას წიწილას უფასოდ დაურიგებენ

119
WYMW-Hungary-01-1696604189

უნგრეთის მუნიციპალიტეტი გიგე 2 ათას წიწილას ახლო-მახლო სოფლების მაცხოვრებლებს უფასოდ დაურიგებს. მიზანი – რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებაა.

ფრინველი 26-მა ოჯახმა უკვე მიიღო. დამატებით მათ 2-2 ტომარა საკვები მარცვლეულიც გადასცეს. პროექტის მონაწილეთა თქმით, წიწილებს ისინი არა ხორცისთვის, არამედ კვერცხებისთვის გამოზრდიან.

ადრე უნგრელებს ხილის ხეებს, ყვავილებს და ბოსტნეულის თესლს ურიგებდნენ. ორგანიზატორთა თქმით, ამის შემდეგ ხალხმა მართლაც მეტი სტაფილოს, ბარდის, წიწაკის, პომიდვრისა თუ ჭარხლის მოყვანა დაიწყო.

ევროპაში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხალხს სოფლის მეურნეობაში დაბრუნების მოტივაცია მისცენ. ეს ევროპას 2050 წლისთვის გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირების საშუალებას მისცემს. თუკი პროდუქტი ადგილზე იწარმოება, მოხმარებისთვის მისი შორ მანძილზე ტრანსპორტირებაც აღარ იქნება საჭირო. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრანსპორტის გამონაბოლქვი შემცირდება და გარდა ამისა, გზაშიც ნაკლები ხილ-ბოსტნეული გაფუჭდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები