LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთი ევროპის ნაწილია

96

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ბოლო საგზურების განაწილება ფინიშს უახლოვდება. დღეს-ხვალ ყველაფერი გაირკვევა, წუხელ კი ფლეი-ოფიდან პირველი საგზური უნგრეთის ნაკრებმა მოიპოვა და ბოლო 30 წელიწადში უნგრეთი დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე პირველად გავიდა. უნგრელებმა 1986 წლის მექსიკის მუნდიალზე რომ ითამაშეს, მას შემდეგ შესარჩევს არ გამცდარან.

უნგრეთმა ნორვეგიის ნაკრები ჩამოიშორა. სტუმრად მოგებული 1:0 შემდეგ, მათ შინაც იმარჯვეს – 2:1. მე-14 წუთზე პრისკინმა გახსნა ანგარიში. მატჩის ბოლოს ნორვეგიელთა ფორვარდმა მარკუს ჰენრიკსენმა ჯერ საკუთარი, მერე კი მეტოქის კარი აიღო.

დღეს ურთიერთობას ირლანდია და ბოსნია გაარკვევენ (პირველი მატჩი – 1:1). ხვალ კი დარჩენილი ორი შეხვედრაა – დანია-შვედეთი (1:2) და სლოვენია-უკრაინა (0:2).

 

2305471_w2 2305463_w2 2305468_w2 2305470_w2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g