LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთში ძაღლებმა მარტოობა რომ არ იგრძნონ, პატრონებს მათთან ერთად უფასოდ მგზავრობის უფლება მისცეს

143
A-dog-travelling-with-public-transport

უნგრეთში ნაციონალური სამგზავრო ბარათების მფლობელები ამიერიდან ძაღლებთან ერთად მგზავრობას უფასოდ შეძლებენ. ამ გზით ხელისუფლებას სურს, რომ ცხოველები იხსნას იმ მარტოობისგან, რომელსაც ისინი მაშინ აწყდებიან როცა პატრონები სამსახურში ან დასასვენებლად მიდიან. ამის შესახებ Travelnuty წერს.

ნაციონალური სამგზავრო ბარათი კი ქვეყანაში არსებულ ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ვრცელდება. ხოლო მათ, ვისაც მსგავსი აბონემენტი არ აქვს, შეუძლიათ ძაღლებისთვის სპეციალური ბარათი შეიძინონ. ასეთი სამგზავროს ღირებულება 4,8 ევრო იქნება. შედარებისთვის ძაღლისთვის ერთი გზის ბილეთის საფასური 1,27 ევროა.

შინაური ცხოველების მარტოობის პრობლემა ბევრ ევროპულ ქვეყანაში აწუხებთ. სწორედ ამიტომ, ბევრ ქალაქში გახსნეს ძაღლების საბავშვო ბაღები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი უფასო გახადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები