ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში უნგრეთის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
ქუმსიშვილმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ისაუბრა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელთა მიზანიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დაჩქარებაა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გააქტიურება ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების კუთხით. უნგრეთის ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა, აქტიური წვლილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში.