უნგრეთის ქალაქ ტატაში ხმაურიანი ფეიერვერკის გაშვება აიკრძალა, რათა ბატების და წყალში მცხოვრები სხვა ფრინველის სიმყუდროვე არ დაარღვიონ. გამოცემა Xinhuanet-ის ინფორმაციით, ფრინველი ადგილობრივ ტბას გამოსაზამთრებლად აკითხავს.
აკრძალვა 28 თებერვლამდე იმოქმედებს. „ცეცხლოვანი“ წვეულებების მოყვარულებს მხოლოდ ყველაზე მარტივი პიროტექნიკის (კატეგორია F1) გამოყენება შეეძლებათ.
კანონის აღსრულებას პოლიციელებისა და მოხალისეებისგან შემდგარი სპეციალური პატრული გააკონტროლებს.
აღსანიშნავია, რომ ტატაში ფეიერვერკებს უკვე წლებია ებრძვიან და ამის დამსახურებით მოფრენილი ფრინველის 80% გამოსაზამთრებლად იქვე რჩება.