LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

UNICEF-ისა და „კარფურის “თანამშრომლობა: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სოციალური ინტეგრაციის მხარდასაჭერად

121
285128490_404221464958306_5565254496654715490_n

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, აქტიურად უჭერს მხარს სპეციალური საჭირობების მქონე ადამიანებს და თანამშრომლობს ისეთი ტიპის ორგანიზაციებთან, როგორიცაა: „საქართველოს ყრუთა კავშირი“ და „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“.

ამჯერად, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით დადგეგმილ ერთკვირიან საკომუნიკაციო კამპანიას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ სტიგმის შემცირების მიზნით, „კარფურიც“ შეუერთდა, რათა ყველა ბავშვს, განურჩევლად მათი საჭიროებისა, შეუფერხებლად და თანასწორად მიუწვდებოდეს ხელი ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე.

კამპანიის „დაინახე ყველაფერი“ მთავარი მიზანია ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და საგაკვეთილო პროცესებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვების ჩართულობის გაზრდა.

კამპანიის ფარგლებში „კარფურის“ მაღაზიათა ქსელში განთავსდება შესაბამისი შინაარსის მქონე  ვიზუალები და საინფორმაციო ბარათები, რომელიც ხელს შეუწყობს ინკლუზიური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სტერეოტიპების აღმოფხვრასა და სოციალური ინტეგრაციის გაზრდას.

„კარფური“ არა მხოლოდ ზრუნავს სპეციალური საჭირობების მქონე ადამიანების შესახებ ცნობიერების გაზრდაზე, არამედ რეალურად დგავს ნაბიჯებს მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით და აქტიურად ასაქმებს მათ კომპანიაში. კამპანიის „დაინახე ყველაფერი“ ფარგლებში კომპანია „კარფურში“ დასაქმებული სპეციალური საჭიროების მქონე თანამშრომლები აუდიტორიას მოუთხრობენ საკუთარ ისტორიებს, რომლის მიზანია წახალისდეს და ხელი შეეწყოს მათ სოციალური ინტეგრაციას.

„კარფურისა“ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი კამპანია ხელს შეუწყობს ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას და საგაკვეთილო პროცესებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვების ჩართულობის გაზრდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g