რობერტ სტურუას სპექტაკლი “ბედი ქართლისა, რომელიც პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ინტერნეტმომხმარებლებმა, სპექტაკლს “სამარცხვინო” უწოდეს. ღონისძიებაზე, გოგი გვახარიას ინფორმაციით, არ დაპატიჟეს თეატრმცოდნეები. გვახარიამ კი, „რადიო თავისუფლების“ გადაცემისთვის ამ სპექტაკლის განსახილველად ისტორიკოსები ლაშა ბაქრაძე და ირაკლი ხვადაგიანი მიიწვია.
კრიტიკას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა:
“ყვარყვარეს” გამო დაჭერით მემუქრებოდნენ;
“კავკასიურის” გამო – მხსნიდნენ;
“რიჩარდმა” ანონიმური წერილები გაგზავნა მოსკოვში, ЦК-ში და КГБ-ში;
“ლურჯი ცხენები” – ამიკრძალეს;
ინტერვიუ გამოვაქვეყნე და – “თავისუფლების ბელადმა”, ვინმე სოვდაგარ-სააკამ გამაგდო;
“არაისტორიულმა ამბავმა” – ვითომ აღშფოთებული თანამემამულეები დაამშვიდა და ბედნიერებმა იარაღს სტაცეს ხელი და ნაცების და “თავისუფლების” ბრძანებით მე, უნიჭო და გახრწნილი რეჟისორი კედელთან მიმაბჯინეს და გემრიელად დამხვრიტეს!
ჩემო ცაფირუზზურმუხტო, ტკბილად გააგრძელე უბადრუკი ძილი!” – წერს სტურუა.