LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობიკო სტურუას ახალი სპექტაკლი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს – „რუსთაველის თეატრი ამ დონემდე დავიდა…“

721
gogi-gvaxaria

პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას წარმოდგენით „ბედი ქართლისა“ დასრულდა. ღონისძიებაზე, გოგი გვახარიას ინფორმაციით, არ დაპატიჟეს თეატრმცოდნეები. გვახარიამ კი, „რადიო თავისუფლების“ გადაცემისთვის ამ სპექტაკლის განსახილველად ისტორიკოსები ლაშა ბაქრაძე და ირაკლი ხვადაგიანი მიიწვია.

გოგი გვახარია:

როგორც ვიცი, განსაკუთრებით აღშფოთდნენ ისტორიკოსები, ის ადამიანები, რომელთაც აქვთ პირდაპირი შეხება ამ პერიოდთან და საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან. რამდენად იყო ეს სპექტაკლი მართლაც დამფუძნებელ კრებაზე, ჩანდა თუ არა ეს სპექტაკლში, რომელსაც ერქვა „ბედი ქართლისა“?

ლაშა ბაქრაძე:

ამ სპექტაკლთან დაკავშირებით არანაირი კატეგორიებით არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. კი იყო პარლამენტარიზმის 100 წლისთავზე წარმოდგენილი, მაგრამ აუცილებლად დამფუძნებელ კრებაზე არ უნდა ყოფილიყო, ალბათ, დაკვეთა იყო ასეთი, რომ ყოფილიყო საქართველოს ისტორიაზე. რასაკვირველია, ამას არ ჰქონდა არანაირი კავშირი დამფუძნებელ კრებასთან, საქართველოს ისტორიასთან კი – ძალიან შორეული. არ მინდა, ისე განვიხილო ეს სპექტაკლი, როგორც განიხილავდნენ ფილსმ ექვთიმეზე, რამდენად იყო დარღვეული ისტორიული ფაქტები. ჩემთვისაც კი, რომელიც მოველოდი, რომ ეს იქნებოდა პათეტიკური და გადატყლარჭული, ყოველგვარ ზღვარს იყო გადაცილებული, რაც გუშინ ვნახეთ, ეს იყო კეთილსა და ბოროტს მიღმა. ეს იყო მართლაც საოცრება, რაც ვიხილეთ. არ მგონია, რომ დარბაზში იჯდა ხალხი, ვისაც ეს მოეწონა. რანაირი ცუდი მოლოდინითაც არ უნდა შესულიყავი, იმ უგემოვნობამ, რაც ვიხილეთ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს უმნიშვნელოვანესი თეატრი ამ დონემდე დავიდა…

იხილეთ გადაცემა სრულად

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები