LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური აღმოჩენა: დინოზავრებს წყალში ცხოვრებაც შეეძლოთ (ვიდეო)

157
Two Spinosaurus hunt Onchopristis, a prehistoric sawfish, in the waters of the Kem Kem river system in what is now Morocco. 

Jason Treat, NG Staff, and Mesa Schumacher
Art: Davide Bonadonna
Source: Nizar Ibrahim, University of Detroit Mercy

უნიკალური აღმოჩენა: ახალაღმოჩენილი განამარხებული ნაშთი ცვლის დინოზავრების ევოლუციის ისტორიას და სახელგანთქმული სპინოზავრის შესახებ აქამდე არსებულ წარმოდგენას

პალეონტოლოგი და National Geographic-ის მკვლევრის, დოქტორი ნიზარ იბრაჰიმის კვლევა ადასტურებს დინოზავრის წყალში ცხოვრების უნიკალურ უნარს.

მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ მიაკვლიონ დამაჯერებელ ცნობებს წყალში მცხოვრები დინოზავრების შესახებ. დღეს, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი, რომელსაც National Geographic Society უჭერს მხარს, ადასტურებს, რომ სპინოზავრს – ყველაზე გრძელ მტაცებელ დინოზავრს, წყალში ცხოვრებაც შეეძლო და თავის გრძელ, ნიჩბისებურ კუდს ცურვისთვის და წყალში ნადირობისთვის იყენებდა ფართო მდინარეების ეკოსისტემებში.

წყალში ცხოვრების დამადასტურებელი ასეთი საბუთი პირველად ქვეყნდება.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები და National Geographic-ის ექსკლუზიური ვიზუალური მასალით გამდიდრებული სტატია ემყარება კემ-კემის რეგიონში, მაროკოს საჰარაში აღმოჩენილი ამჟამად არსებული ერთადერთი სპინოზავრის ჩონჩხის მულტიდისციპლინარული კვლევის შედეგებს. ყველაფერთან ერთად, ეს ჩონჩხი აფრიკაში აღმოჩენილი ცარცული პერიოდის დინოზავრის აქამდე ნაპოვნი ყველაზე სრული ჩონჩხია.

ამ აღმოჩენამდე მკვლევარი და დეტროიტის მოწყალების უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ნაზირ იბრაჰიმი ხელმძღვანელობდა გუნდს, რომლმაც 2014 წელს აღმოაჩინა სპინოზავრის ნაშთები და მისი რეკონსტრუქციაც გააკეთა. სამუშაოს შედეგები, რომლებიც National Geographic-მა გააშუქა, ცხადყოფდა, რომ ეს არსება ზრდასრულ ტირანოზავრ რექსზე უფრო გრძელი – დაახლოებით 16 მეტრი იყო.

National Geographic Society-ის მხარდაჭერით იბრაჰიმი 2018 წელს მაროკოში დაბრუნდა, რათა გაეფანტა ეჭვები იმის შესახებ, ნამდვილად იყო თუ არა სპინოზავრი ნახევრად წყლის დინოზავრი. არქეოლოგური გათხრებისას 2015-2019 წლებში მისმა გუნდმა კიდევ მრავალი ნაშთი აღმოაჩინა და შეძლო პრაქტიკულად სრული ჩონჩხის აღდგენა – შედეგად გაირკვა, რომ მას ძალიან გრძელი მალების მქონე ნიჩბისებური კუდი ჰქონდა, რომელსაც ინტენსიურად ამოძრავებდა წყალში.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული  სტატია ცვლის ზოგადად დინოზავრების მრავალფეროვნების შესახებ აქამდე არსებულ ცნობებს, კონკრეტულად სპინოზავრს კი სრულიად ახლებულად წარმოგვიდგენს.

National Geographic-ის სტატიას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

National Geographic-ის შესახებ

National Geographic-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალია, რომელიც 1888 წლიდან გამოდის. იგი იბეჭდება 36 ენაზე და 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. National Geographic-ს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 მილიონი მკითხველი ჰყავს.

National Geographic-ი ქართულ ენაზე 2012 წლიდან კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით გამოდის. ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს წევრები არიან პროფ. დავით ლორთქიფანიძე, პროფ. ზაზა კოკაია, პროფ. დავით ფრანგიშვილი და პროფ. გია დვალი.

ჟურნალ National Geographic საქართველოს პირველივე დღიდან აღებული აქვს განათლებისა და ცოდნის გავრცელების პასუხისმგებლობა, ავრცელებს და ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური მოვლენის შესახებ სანდო ინფორმციას ქართულ ენაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g