LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური ფოტომასალა კრისტის ონლაინაუქციონზე: „ნილ არმსტრონგი მთვარეზე“ შეგიძლიათ თქვენს საკუთრებად აქციოთ

206
eees

„ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის“ – დადგა ფეხი მთვარეზე ნილ ამსტრონგმა და ეს სიტყვები წარმოთქვა. შემდეგ კი გადაიღო ფოტო, რომელიც იქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეკვიზიტად იმ ამბის, რომელიც გვიყვება სენსაციური მოგზაურობის შესახებ – დედამიწიდან მთვარემდე.

ამბავთან ერთად, ფოტომაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა იმ ფოტომასალებს შორის, რომლებიც ასახავს „კოსმოსის ძიების ოქროს ხანს“.

„კოსმოსის ძიების ოქროს ხანა“ – სწორედ ასე უწოდა მასალას მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სააუქციონო სახლმა – Christie’s-მა და საზოგადოებას აუწყა, რომ დაინტერესებულ პირებს 6 ნოემბრიდან შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინაუქციონის მეშვეობით შეიძინონ ფოტოები, რომლებიც NASA-ს უმნიშვნეოვანესი ფოტოარქივიდან – 2400 იშვიათი ფოტოდან არის წარმოდგენილი.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა კოლექციონერებისთვის – უნივერსალური მომენტები კაცობრიობის ისტორიაში, რომლებიც ასახა ფოტოობიექტივმა – იქცეს მათ საკუთრებად.

”ეს, ალბათ, კაცობრიობის უდიდესი შემოქმედებითი და გენიალური მიღწევაა, ადამიანი უსაფრთხოდ დაეშვა მთვარის ზედაპირზე“, – ასე უთხრა რამდენიმე დღის წინ Reuters-ს ლონდონის სააუქციონო სახლ კრისტის მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელმა ჯეიმს ჰისლოპმა და განაცხადა, რომ კოლექცია – “მოგზაურობა სხვა სამყაროში”, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში, კერძო კოლექციონერ ვიქტორ მარტინ მალბურეტის საკუთრებას წარმოადგენდა, არის ეროვნული ღირებულების ფოტოები, რომლებიც იმ დროს ნასამ არ გამოაქვეყნა, თუმცა ახლა კრისტის სახლი აუქციონზე გამოიტანს.

ონლაინაუქციონს კრისტის სახლი 6-დან 20 ნოემბრამდე მასპინძლობს.

აუქციონზე გამოტანილ ფოტოებს შორის არის მთვარის შორეული მხარის ადრეული სურათები 50-იანი წლების ბოლოდან, ასევე NASA-ს და Apollo-ს მისიების ამსახველი მასალა, რომელიც თარიღდება 1960-70-იანი წლებით.

თუმცა ყველაზე ძვირადღირებული არის ნილ არმსტრონგი მთვარეზე – 1969 წლის 16-24 ივლისის ფოტო აუქციონზე გამოტანილია 30 000-50 000 ფუნტ სტერლინგად.

ღირებულებით მეორe ადგილზეა დედამიწის პირველი ფოტო – დათარიღებული 1968 წლის 21-27 დეკემბერით და შეფასებულია 20 000-30 000 ფუნტ სტერლინგად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები