LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური Lamborghini აუქციონზე გაიყიდება

79
1565596330-176992-91

რარიტეტული Lamborghini Miura P400 S გასაყიდად Sotheby’s აუქციონის სახლმა გამოიტანა. ავტომობილი გერმანიაში, ერთ-ერთ მიტოვებულ ფარეხში იპოვეს. ყვითელმა სპორტულმა ავტომობილმა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ 30 ათასი კილომეტრი გაიარა. მოდელს კაპოტქვეშ 370 ცხენის ძალა აქვს და მისი ღირებულება 1,2 მილიონ დოლარად შეაფასეს.

აუქციონის სახლმა გადაწყვიტა, რომ სპორტქარისთვის სპეციალური აუქციონი ოქტომბერში მოაწყოს და მასში მონაწილეობის მიღებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

ავტომობილს მთელი არსებობის განმავლობაში 2-3 მფლობელი ყავს გამოცვლილი, მისი ბოლო მეპატრონე 2015 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ სპორტქარი აღარავის გახსენებია.

აღსანიშნავია, რომ ძვირადღირებული ლოტის ტექნიკური თუ ვიზუალური მახასიათებლები ძალიან კარგ მდგომარეობაშია შენარჩუნებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g