უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. როგორც „ფორტუნას“ კორესპონდენტი იტყობინება, კაბინეტში თავად ლადო პაპავა არ იმყოფება.
სტუდენტების მეორე ჯგუფი კი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა თვითმმართველობის წევრებს მისცეს საშუალება, რექტორის კაბინეტში შეჭრილიყვნენ.
ამასთან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მან შსს-ში დარეკა და მოითხოვა, პოლიციის დამატებითი ძალები გაუშვან თსუ-ში, რადგან სტუდენტების ნაწილმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და უკანონოდ შეიჭრა რექტორის კაბინეტში.