LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

UNWTO-ს საბჭოს სხდომაზე საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნის საკითხი განიხილეს

126
11

უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე,  2024-25 წლების გეგმებთან, ორგანიზაციის რეგიონული და თემატური ოფისების შექმნასთან, მდგრადი ტურიზმის განვითარების ინიციატივებთან და სხვა საკითხებთან ერთად, 2024 წელს საქართველოში დაგეგმილი მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნი ღონისძიებაც განიხილეს.  საქართველოში აღნიშნული მასშტაბური ღონისძიების ჩატარებას, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრებიან, ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ მხარი ერთხმად დაუჭირა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის შეხვედრებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და მისი პირველი მოადგილე თამარ ყორიაული მონაწილეობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები