უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება სულ მალე ჩაეშვება – ამის შესახებ დეპუტატმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროცესს კვალიფიციური კადრები, შესაბამისი ექსპერტიზა და დანადგარები სჭირდება.
„ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს „დელტაში“ მიმდინარე პროცესებს. ის პირობა, რაც პრემიერმა დადო, ეტაპობრივად სრულდება. კერძოდ, მიმდინარეობს “დიდგორის” შეჯავშნული მანქანების წარმოება, როგორც საევაკუაციო კავშირგაბმულობის, სადაზვერვო დანიშნულების და სამეთვალყურეო დანიშნულების. მიმდინარეობს საფრენი აპარატების განახლება და ნახეთ, რომ მოდერნიზაცია მოხდა როგორც რეაქტიული ავიაციის, ასევე, შვეულმფრენების ესკადრელების მიმართულებით. წვრილ შეიარაღებასთან დაკავშირებით კი, მუშაობა ებრაულ კომპანიასთან ერთად მიმდინარეობს. უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება კი სულ მალე ჩაეშვება. ესეც იქნება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ეს არის ეტაპობრივი პროცესი და ერთიანად, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებას “დელტა” ერთდროულად ვერ უზრუნველყოფს, იმიტომ რომ ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური კადრები, შესაბამისი ექსპერტიზა, დანადგარები და ა.შ“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.