2016 წლის 25 აპრილს 12.00 საათზე ქ.მარტვილში თამარ მეფის ქუჩა #9-ში სავაჭრო ცენტრ „ბუმის“ ბაზაზე არსებულ სუპერმარკეტში მსოფლიოში პირველად ხორციელდება ინოვაციური, უპრეცედენტო პროექტი, რომლის სახელწოდებაა „პირადი მოლარე“.
როგორც ”ფორტუნას” ”ბუმიდან” აცნობეს, პროექტი უზრუნველყოფს მოძრავი მოლარე-ოპერატორის მიერ მომხმარებლისათვის ინდივიდუალურ მომსახურებას. ურიკაზე დამონტაჟებული მონიტორებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია ადგილზევე გატარებული საქონელი რიგის გარეშე შეიძინოს. ასევე შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით ვიდეო გამოსახულებით, სადაც მომხმარებელი ერთ ეკრანზე ხედავს ორ გამოსახულებას-ესაუბრება მოლარე-ოპერატორს და თვითონვე უშუალოდ ხედავს შესაძენ პროდუქტს. ე.ი. ის ვირტუალურად მოძრაობს სუპერმარკეტში მოლარე-ოპერატორთან ერთად.
”ასევე კომპლექსში, ცენტრის რებრენდინგის ფარგლებში, იხსნება ტექნიკის 2 მაღაზია „ვესტელი“ და „სმაილი“. ამ დღესვე დაგეგმილია სხვადასხვა კომპანიებთან ერთად 10-მდე ბრენდის პრომო აქცია, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სასმელებისა და პროდუქტების უფასოდ დაგემოვნება, ასევე ორგანიზებული იქნება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები”, – განაცხადეს სავაჭრო ცენტრში.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით სავაჭრო ცენტრ „ბუმში“ მთლიანობაში დასაქმდება 60 ადამიანი.