LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპრეცედენტო წინსვლაა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით, რასაც ყველა აღიარებს. ეს არის ჩვენი საქმე, დანარჩენი ცარიელი სიტყვებია: კობახიძე

65
1

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს უპრეცედენტო წინსვლა აქვს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში ინტეგრაციის კუთხით და ამას ყველა აღიარებს.

ვშიშობ, რომ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შემდეგ საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს, ვიდრე იყო სამი თვის წინ: ვიოლა ფონ კრამონი

როგორც კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის მათი საქმე, დანარჩენი კი ცარიელი სიტყვებია.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის სიტყვა და საქმე არის ის, რომ ის არის ხელისუფლება, რომლის დროსაც არ ყოფილა შეიარაღებული კონფლიქტი, მშვიდობა და სტაბილურობა კი არის ერთ-ერთი საყრდენი, რომ ქვეყანა განვითარდეს:

“ქართული ოცნება” თავის “ორიენტაციას იცვლის” 2011 წლიდან და დღემდე ვერაფრით შეცვალა, რანაირად ხდება ეს, ვერაფრით გავიგე. 2011 წლიდან მოყოლებული სპეკულაციები აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და ყველას უნდა მოვუწოდოთ, შეწყვიტონ ასეთი სპეკულაციები. 2011 წლიდან, როცა არის საუბარი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ესა თუ ის საგარეო ორიენტაცია, ჩემს პოზიციას ვამბობ, ოფიციალურ დონეზე, საკითხი ბუნებრივია, ვერ დაისმება.

თქვენ გახსოვთ, რა მძიმე ვითარება გვქონდა ევროინტეგრაციის კუთხით 2011 წლამდე, ეს ვითარება რადიკალურად შეცვალა სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ. იმ დროს, როდესაც მთელი ამ წლების განმავლობაში ეს ადამიანები, ოპონენტები საუბრობდნენ იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა პრიორიტეტები ჰქონდა, ამ დროის განმავლობაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ნატო-სთან უპრეცედენტოდ გაღრმავდა თანამშრომლობა. ეს არის ჩვენი საქმე, დანარჩენი არის ცარიელი სიტყვები.

წინა ხელისუფლება მუდმივად საუბრობდა, რომ დასავლური კურსი ჰქონდა, მაგრამ რა გააკეთა, მთლიანად შეაფერხა ჩვენი სვლა დასავლეთისკენ. ევროინტეგრაციისა და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით გვქონდა სრული კოლაფსი 2012 წლამდე. როცა საუბრობდნენ იმაზე, რომ თურმე რუსების მტრები იყვნენ ისინი, ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარეს რუსეთს ფედერაციას. ეს არის მათი სიტყვა და საქმე.

ჩვენი სიტყვა და საქმე არის ის, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლის დროსაც არ ყოფილა შეიარაღებული კონფლიქტი. მშვიდობა და სტაბილურობა არის ერთ-ერთი საყრდენი იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს. უპრეცედენტო წინსვლაა როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში ინტეგრაციის კუთხით, რასაც ყველა აღიარებს. ეს არის ჩვენი საქმე,დანარჩენი ცარიელი სიტყვებია.” – თქვა კობახიძემ.

პოპულარულები