LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურესტორნოდ ბოლოს და ბოლოს მოითმენს, მაგრამ ტრანსპორტის გარეშე სამსახურში როგორ უნდა იაროს? – ცერცვაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ე.წ. მწვანე ბარათის ამოქმედებას არ ემხრობა

430
BeFunky-collage (4)

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტრანსპორტში „მწვანე პასპორტის“ არმქონე პირების მგზავრობის აკრძალვა საზოგადოებისთვის მტკივნეული იქნება, ამიტომ ამბობს, რომ ჯერჯერობით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ე.წ.მწვანე ბარათის ამოქმედებას არ ემხრობა.

„მწვანე პასპორტის“ არეალი რომ გაფართოვდეს, ეს კარგია, ეს ინფექციის გავრცელებას და სიკვდილობას შეამცირებს, მაგრამ რიგში დგას ტრანსპორტი, სადაც ყველაზე მეტი ალბათობაა დასნებოვნების. თუმცა, ერთია კარგი სურვილები და მეორეა, ამის აღსრულების შესაძლებლობა. ძნელია, ტრანსპორტში ყველგან წარადგინო „მწვანე პასპორტი“, მოხდეს კონტროლი, ტრანსპორტი ხშირად გადატვირთულია, რიგები დგას და ტრანსპორტში არშეშვება „მწვანე პასპორტის“ არმქონე ადამიანების, გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის, ვიდრე რესტორანში ან საკონცერტო დარბაზში არშეშვება. ურესტორნოდ ბოლოს და ბოლოს მოითმენს, მაგრამ ტრანსპორტის გარეშე სამსახურში როგორ უნდა იაროს? ამიტომ ჯერჯერობით, ტრანსპორტში ამის შემოღებას არ ვემხრობი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები