„ევროკავშირი უკრაინის გვერდით არის“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“ წერს და აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხის სიმამაცე პატივისცემასა და აღტაცებას იწვევს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნულზე უკრაინაში მიმდინარე ომის 100 დღის აღსანიშნავად გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრა.
„100 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინელების სიმამაცე ჩვენს პატივისცემასა და აღტაცებას იმსახურებს.
ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. დღეს, პარიზში, ემანუელ მაკრონთან განვიხილავ ევროკავშირის არსებულ და მომავალ მხარდაჭერას ქვეყნისადმი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.