ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ამ კვირაში კიევში ჩავლენ და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
შაბათს კი ისინი პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში, ჩავლენ, უკრაინის მხარდამჭერ მარათონში მონაწილეობის მისაღებად.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის პრესსპიკერი ერიკ მამერი Twitter-ზე წერს.
„პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და ჯოზეფ ბორელი ამ კვირაში კიევში გაემგზავრებიან და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდებიან შაბათს ვარშავაში უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაზე დასწრებამდე“, – წერს ერიკ მამერი Twitter-ზე.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
La Présidente @vonderleyen and HRVP @JosepBorrellF voyagerons à Kyiv cette semaine pour rencontrer le Président @ZelenskyyUa en amont de la conférence des donateurs #StandUpForUkraine samedi à Varsovie.
— Eric Mamer (@MamerEric2) April 5, 2022