LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის

165
თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად სამხედრო მოსამსახურეებისათვის როგორც საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვას, ასევე შესაბამისი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობას ისახავს.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ სხვადასხვა ტრენინგი და საინფორმაციო კურსები თანამედროვე სამეწარმეო კულტურის გაცნობისა და ბიზნესის წამოწყებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების შესახებ.

თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა ჩოხელმა და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ მოაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g