LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურთქმელიძე სააკაშვილზე: „მშვენივრად არის, გაცილებით უკეთესად.. ფაქტია, კაცმა მოიმატა, როცა კარგად იქნება, გადავიყვანთ“

268
Untitled design (1)

„მიხეილ სააკაშვილი მშვენივრად არის, გაცილებით უკეთესად არის, წონაში იმატებს. მე არ ვწყვეტ, როცა კარგად იქნება, გადავიყვანთ [პენიტენციურ დაწესებულებაში], აბა რას ვიზამთ. არ იყო ბოლო პროცესზე უკეთესად? ფაქტია, რომ კაცმა მოიმატა“, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა.

ალასანია სააკაშვილზე: „ხელი დავადე, არის კიდე ცოცხალი თუ არა-თქო.. რა წუთს რა მოხდება, არ ვიცი“

ურთქმელიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში ჩამოსულ პოლონელ ექიმებთან შეხვედრისთვის ის მზად არის:

„პოლონელ ექიმებთან ჩემი შეხვედრა არ მოუთხოვიათ. თუ სურვილს გამოთქვამენ, რატომაც არა, შეხვედრისთვის მზად ვიქნები. კომუნიკაცია „ვივა მედის“ ექიმებთან მაქვს. ვიცოდი, რომ დღეს პოლონელი ექიმები უნდა ჩამოსულიყვნენ.

მიხეილ სააკაშვილი როცა საკვებს იღებს ნორმალურად იმატებს და კარგად არის ხოლმე, რომ არ შეჭამს – გახდება ცუდად.

კარგად რომ იყოს, წავიყვანდით. არის ხომ ჯერ კლინიკაში? ე.ი. ამის საჭიროება არის“, – თქვა მალხაზ ურთქმელიძემ.

ცნობისათვის, საქართველოში ევროკავშირის მისიის ექიმები იმყოფებიან. მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში დღეს 5 პოლონელი ექიმი შევიდა.

magti 5g