საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში პროექტ „რანინას“ VIII სეზონის მორიგი ტური გაიმართა. ჟიურის წინაშე მეორე ხუთეული & „თეატრალურის კვარტეტი“ წარსდგა.
მარიამ მუზაშვილმა, ლაზარე კაპანაძემ, ნია ლაშხიამ, სანდრო აბესაძემ და ანიტა აბგარიანმა ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა ნია ლაშხიას გამოსვლამ, რომელმაც „თეატრალურის კვარტეტთან“ ერთად „საქართველო ლამაზო“ შეასრულა.
„ურთულესი შესასრულებელია ეს სიმღერა, ბავშისთვის მით უმეტეს. ნიამ ყველაფერს კარგად გაართვა თავი. სიმღერა რომ დასრულდა, რამდენიმე წუთი სიჩუმეში ვიყავით მთელი დარბაზი, ისეთი გარემო დატოვა“,- ამბობს ჟიურის წევრი სოფო ხალვაში.