LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაფრთხოების სამი წესი მათთვის, ვინც ავტომობილით აპირებს მოგზაურობას – სპეციალისტის რჩევა

55
1647263690351

ხანგრძლივი მოგზაურობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე წესის დაცვა, რათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები აირიდოთ თავიდან. მაგალითად ისეთი როგორიცაა – თავის ტკივილი, ნერვის ანთება, რადიკულიტი თუ სხვა.

წესი პირველი – ყოველ 4 საათში უნდა გაჩერდეთ და შეისვენოთ

ეს არის დაუწერელი წესი, ხანგრძლივი მოგზაურობის დროს მძღოლი ყოველ 4 საათში უნდა შეიცვალოს. მგზავრები მანქანიდან უნდა გადმოვიდნენ, გაიარ-გამოიარონ. ყოველ 4 საათში შესვენება წნევის დასარეგულირებლად და ორგანოების უკეთ სამუშაოდაა საჭირო, სხვა შემთხვევაში ალბათ თავის ტკივილი შეგაწუხებთ.

მეორე – მიიღეთ ბევრი წყალი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გზაში ყოველთვის იქონიოთ თან წყალი. თუკი გაუწყლოების პრობლემას აირიდებთ თავიდან, არც თავის ტკივილი და არც სხვა რამ არ შეგაწუხებთ. ცოტ-ცოტა წყალი მთელი გზა უნდა მიიღოთ, რათა უჯრედებს სითხე არ მოაკლდეთ.

მესამე – მოერიდეთ ორპირს

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახსნათ ყველა ფანჯარა, რათა ორპირში არ მოხვდეთ. ავტომობილში ორპირს სხვადასხვა გართულებების გამოწვევა შეუძლია. ამიტომ ყოველთვის სჯობს სიცხეს კონდიციონერით ებრძოლოთ. იმისათვის რომ კონდიციონერი საშიში არ იყოს, +22 გრადუსზე უნდა დააყენოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები