LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსახლკარო ბებოს ქართულმა კომპანიამ სახლი-კონტეინერი აჩუქა

1603
92468653-835727233578900-7174071281111793664-o

დეველოპერულმა კომპანია „რედკომ“ საბედა ბებოს, რომელიც ხორხის ხეობაში, გომურში, ძროხასთან ერთად ცხოვრობდა, მეორადი სახლი-კონტეინერი გადასცა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „მთის ამბები“ ავრცელებს.

სწორედ „მთის ამბებმა“ მოამზადა სპეციალური რეპორტაჟი საბედა ბებოს შესახებ, 7 აპრილს.

„მეც აქა ვარ გომურში. ამხანაგივითა მყავ. ეს ერთი ქოხი მაქვს და ესეც არ არი ჩემი. ბარემ მინდოდა, რომ სახლი მქონოდა. საქონელი რო მყავდა, ვყიდიდი. ვაქუჩებდი ფულსა, მაგრამ 2018 წელს დამაყაჩაღეს და დავრჩი ხახამშრალი. ჩაიარა, წყალმა წაიღო. აღარაფერი ოცნება არ მაქ. საბედა წიკლაური. გუდამაყრიდან ვარ. 1942 წელს დაბადებული. შვილები არ მყავ, მარტო ვცხოვრობ აქ“, – ამბობდა „მთის ამბებთან“ საუბრისას საბედა ბებო.

როგორც გამოცემა იუწყება, საბედა ბებო აღნიშნულ კონტეინერში ცოტა ხანს იცხოვრებს, მალე კი მისთვის, „მთის ამბების“ მაყურებლების შემოწირულობით ახალ სახლს ააშენებენ. სამშენებლო სამუშაოები შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები