შარტავას ქუჩაზე მძიმედ დაშავებული დათი ქოქრაშვილი უკვე საკმაო ხანია, მშობლებთან ერთად ისრაელში იმყოფება, სადაც მას მკურნალობის რთული პროცედურები უტარდება. ამ დრომდე დათის ათამდე ოპერაცია ჩაუტარდა. დღემდე გროვდება თანხები მის დასახმარებლად. სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მონაწილეობის მიღება დათის მკურნალობის დაფინანსებაში.
ახლახან დათის ფოტო კლინიკიდან მისმა დედამ გამოაქვეყნა.