LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უშაქრო წვენები მუყაოს ლიტრიანი შეფუთვით გაიყიდება

1540

გორის საკონსერვო ქარხანა ”კულა” ახალი პროდუქციის გამოშვებისთვის ემზადება. წვენების ხაზის მიმართულებით კომპანიას სიახლე აქვს – როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ განუცხადა, ახალი პროდუქცია ბაზარზე ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს დასაწყიში გამოჩნდება.

”სიახლე გვაქვს უშქარო წვენების ხაზის მიმართულებით, აქამდე ეს პროდუქცია მხოლოდ 3 ლიტრიანი შეფუთვით გამოდიოდა, ახლა კი გვექნება ლიტრიან შეფუთვებშიც”, – განმარტა კომპანიის დამფუძნელებმა.

ამასთან, ვანო გოგლიძემ მომავალი წლიდან ბავშვთა კვების წარმოების განახლებაც დაანონსა. როგორც გორის საკონსერვო ქარხანა ”კულას” დამფუძნებელი ამბობს, კომპანია საწყის ეტაპზე, საბავშვო წვენებისა და ხილისა და ბოსტნეულის ხილფაფების დაახლოებით 15-მდე სახეობის გამოშვებას გეგმავს. პროექტის დაწყება 2018 წელს განიხილება.

ცნობისთვის, გორის საკონსერვო ქარხანა ”კულა“ 2009 წელს შეიქმნა. კომპანია აწარმოებს 200–მდე დასახელების ხილის და ბოსტნეულის საკონსერვო პროდუქციას: ნატურალურ წვენებს, მურაბებს, ჯემებს, საწებლებს, მწნილებს, სალათებს და კომპოტებს. ყველა ხილი და ბოსტნეული მოყვანილია საქართველოში, მათი მოკრეფვა და გადამუშავება ხდება სიმწიფის სტადიაში ქართული ტრადიციების მიხედვით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g