LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხწლიანი მეგობრობის მანძილზე რამდენიმე კარგი სიმღერა ჩავწერეთ – ცირა ბზიშვილი და ლიკა დოლიძე ორი ახალი სიმღერის პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

71
dolidzebzishvili

29 ოქტომბერს “არ დაიდარდოს” გადაცემას “რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” კომპოზიტორი ცირა ბზიშვილი და მომღერალი ლიკა დოლიძე სტუმრობდნენ ორი ახალი სიმღერის პრემიერით.

– სასიამოვნოა, რომ ახალი კომპოზიციის “უსიტყვო სიტყვები” სატელევიზიო პრემიერა უკვე შედგა. საინტერესოა, როგორ გაჩნდა სიმღერის ჩაწერის იდეა?

– (ლიკა დოლიძე) პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ცირას, რომელმაც მართლაც არაჩვეულებრივი სიმღერა შექმნა და მე მომანდო მისი შესრულება. ცირა არა მხოლოდ უნიჭიერესი კომპოზიტორი, არამედ ბრწყინვალე ადამიანია, ამიტომ ძალიან მახარებს მასთან მეგობრობა. პირველივე მოსმენით მომეწონა სიმღერა “ნუ მეტყვი” და გადავწყვიტე მასთან მუშაობა, მოგვიანებით წვეულებაზე შევხვდით ერთმანეთს, გავბედე, გავიცანი და ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა მისი სიმღერა ჩემს რეპერტუარში ყოფილიყო.

– (ცირა ბზიშვილი) ოთხწლიანი მეგობრობის მანძილზე რამდენიმე კარგი სიმღერა ჩავწერეთ. ყველა მომღერალს თავისი გემოვნება აქვს, ამიტომ მიდგომა და სიმღერის შერჩევაც ინდივიდუალურად სჭირდება, რადგან უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი ხმის ტემბრით დაწყებული შესრულების მანერით დასრულებული. განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდე ლიკასთვის სიმღერის დაწერას და საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე, თუმცა პანდემიამ ყველა ჩვენი გეგმა ჩაშალა. საბოლოოდ სიმღერის სატელევიზიო პრემიერა გია ჯაჯანიძის გადაცემაში შედგა, როცა პატარა შემოქმედებითი საღამო გაკეთდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ლიკას არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი, რომელიც ძალიან უხდება მის ხასიათს, ამიტომ ყოველთვის ბრწყინვალედ გადმოსცემს სიმღერის ხასიათს და ემოციას.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები