LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი „ოცნებაზე”: კანონი აღარ მოსწონთ? გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოსწონთ? მიწაში ჩადებენ, ევროკავშირი აღარ მოსწონთ? საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

78
დავით უსუფაშვილი

“ლელოს” წევრი დავით უსუფაშვილი ეხმიანება მმართველი გუნდის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის მოქმედი წესი გადაიხედოს.

უსუფაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” როგორც კი მიადგება ისეთ საკითხს, რომელიც მის ვიწრო, ავტორიტარულ მიზნებს არ შეესაბამება, მზად არის, მიწასთან გაასწოროს ყველაფერი:

“ოცნება” სწორს ლაპარაკობს თუ არასწორს? არასწორს ლაპარაკობს და კიდევ უფრო არასწორს აკეთებს. როგორც კი მიადგება რაიმე ისეთ საკითხს, რომელიც მათ ძალიან ვიწრო, ავტორიტარულ, პერსონალურ-ეგოისტურ მიზნებს არ შეესაბამება, მზად არიან მიწასთან გაასწორონ ყველაფერი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოსწონთ?  ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოსწონთ? საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ, ამერიკა აღარ მოსწონთ? ამერიკამ თურმე კონსპირაცია დაგეგმა ივანიშვილის წინააღმდეგ. აი, აქამდე არიან დასული, ყველას და ყველაფერს გადაუვლიან თუკი ის, მათ ვიწროპოლიტიკურ ამ წამიერ ინტერესს ეწინააღმდეგება. ამიტომ არ მიკვირს ამ ტიპის განცხადებები”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა, რომელთა შორისაც არ იყო მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, მმართველ გუნდში სხვადასხვა განცხადება გაკეთდა.

პაპუაშვილი: პრეზიდენტის ქმედება არის სიგნალი, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი არ ფასდება

გუშინ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთი თავსმოხვეული კანონი მანკიერია და შესაძლოა, მის შეცვლაზე იმსჯელონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g