ბექჰემების დიდ ოჯახში დაძაბულობა პიკს რომ აღწევს და რძალ-დედამთილი, ნიკოლა პელტცი და ვიქტორია ბექჰემი ერთმანეთზე უკვე წლებია გადამტერებულები არიან, საზოგადოებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს.
ბოლო პერიოდში ნიკოლა „საძულველი“ დედამთილის მსგავსი „ლუქებით“ ხშირად ჩნდება და მის სტილს აკოპირებს. თუმცა, მილიარდერი გოგონას ახალმა კადრებმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა. რამდენიმე დღის წინ პელტცმა სარკესთან გადაღებული ფოტოები გაავრცელა, რომლებშიც ის შავ შარვალსა და ამავე ფერის კორსეტში პოზირებს. ეს კი გახლავთ „ლუქი“, რომელიც 50 წლის ვიქტორიამ ჯერ კიდევ იანვარში მოირგო.
„უთავმოყვარეო რძალი“, „ეს უკვე ღია ომია“, „რისი მიღწევა სურს ამ ქცევით?!“, „სძულს დედამთილი და თან აღფრთოვანებულია“, – არ წყდება კომენტარები.
ნიკოლა პელტცი ქმრის ოჯახთან დაპირისპირების ფონზე, ვიქტორიას ახალი ფოტოთი დასცინის
ბრუკლინ ბექჰემმა მამის საკულტო „ლუქი“ გაიმეორა


