LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული“ – გიგი წერეთელი

189
გიგი წერეთელი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთლის განცხადებით, „ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას სრულიად არარეალურს გახდის“. მისი განმარტებით, უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ დისკუსია დაწყებულია და მისი ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„სამწუხაროა, რომ ეს, შესაძლოა რეალური იყოს ახლო მომავალში, იმის კვალდაკვალ, თუ როგორ მძიმდება დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვის გარემო რეპრესიებით, პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობებით, არადემოკრატიული კანონებით, ოპონენტების დევნით, სამოქალაქო სექტორის და მედიის შეზღუდვით, მანიპულირებული არჩევნებით, ერთპარტიული პარლამენტით, პოლიტიზებული სასამართლოთი, პარტნიორების მტრებად გამოცხადების და კიდევ ბევრი მახასიათებლით. ამაზე სრულად პასუხისმგებელია „ოცნების“ ხელისუფლება.

ამ პირობებშიც კი, განსაკუთრებით მას შემდეგაც, რაც მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა 2028- წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად შეჩერება, ევროკავშირს არ გამოუყენებია უვიზო მიმოსვლის გაუქმება, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის დასავლურ არჩევანს პატივს სცემს. ეს სანქციის სახით მაღალჩინოსნებს, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეეხო.

თუმცა, ეს შეიძლება უახლოეს პერიოდში აქტიური განხილვის და გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში. უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ დისკუსია დაწყებულია და მისი ამა თუ იმ შედეგით დასრულება, დამოკიდებულია საქართველოში არსებულ ვითარებაზე. რასაც ახლა ვხედავთ, არსებული სისტემის ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე, ოპტიმისტური არაფერია. რუსეთის სტრატეგიული მიზანი- დააშოროს საქართველო დასავლეთს და არარეალური გახდეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ოცნების მმართველობის ქმედებებით სრულდება.

ამაზე ხშირად გვესმის კრემლის ჩინოსნების და პროპაგანდისტების კმაყოფილი განცხადებები.

ამ პროცესის პატრიოტიზმთან დაკავშირება მავნებლური დემაგოგია და რეალობის დამახინჯების პროპაგანდისტული მცდელობაა. პატრიოტიზმი ვერ იქნება ვერაფერი, რაც ქვეყანას და მის მოქალაქეებს ცხოვრებას გაურთულებს, უსაფრთხოებას და ეკონომიკას დაუსუსტებს, განათლების, დასაქმების, მკურნალობის, განვითარების პერსპექტივას შეუზღუდავს.

უვიზო მიმოსვლის გაუქმება, ცივილიზებული მსოფლიოსგან მეტ დისტანცირებას ნიშნავს და ეს საქართველოსთვის, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის უკიდურესად სახიფათოა. ამით რუსეთთან დაახლოება და მისი გავლენების კიდევ უფრო ზრდა გარდაუვალია.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო ვანუატუს და გამბიის მიმართ, სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ არა დემოკრატიის უკუსვლის და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ეს მხოლოდ საქართველოსთვის ნაწილობრივ მოხდა, როცა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გაუქმდა. ეს ფაქტიც ნათლად მეტყველებს ვითარების სიმძიმეზე.

იმედია, ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებს (ხელისუფლების მომხრეებსაც) ამ პრივილეგიას ჯერჯერობით არ გაუუქმებს და მმართველი რეჟიმის წარმომადგენლების ნაცვლად, რიგითი ადამიანები არ დაზარალდებიან, თუმცა, თუ ვითარება ჩვენთან არ შეიცვალა, უვიზო მიმოსვლასთან ერთად საბოლოოდ დაიკარგება ევროკავშირის წევრობის შანსი. ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევა, ხალხთან ერთად მხოლოდ ნამდვილად პროდასავლურ, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას შეეძლება და ეს აუცილებლად მოხდება საზოგადოების მშვიდობიანი ბრძოლის, უამრავი ადამიანის თავდადებისა და ნამდვილი პატრიოტიზმის შედეგად“, – აცხადებს წერეთელი.

გია ვოლსკი: „უვიზო მიმოსვლის შეჩერებით ევროკავშირი ყველაფერს გადახაზავს… საქართველოში მარიონეტული რეჟიმი სჭირდება“

ნინო წილოსანი: „უვიზო მიმოსვლა ტყუილად არავის მოუცია, ეს ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, თუმცა, თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად“

„მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობარ სახელმწიფოებს, კონკრეტული სანქციები მხოლოდ იმ პოლიტიკური ფიგურების მიმართ მიმართონ, რომლებიც საქართველოს ევროპულ პროგრესს ხელს უშლიან“ – თინა ხიდაშელი

გიორგი გახარია: „ოცნება” ცდილობს, წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში უვიზო მიმოსვლის დაკარგვას… ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოს ამ მიღწევის დასაცავად“

შალვა პაპუაშვილი: „უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს – ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!“

მამუკა ხაზარაძე: „ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა „ოცნების!“ – ვიბრძოლებთ და დავიცავთ ამ მონაპოვარს ბოლომდე!“

სოზარ სუბარი: „ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის ჩვენთვის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს“

თინა ბოკუჩავა: „გვახსოვს, პაპუაშვილის განცხადებები, რომ სანქციებისგან დისკომფორტს ვერ გრძნობდნენ, თუმცა დღეს „ქვემეხებად“ ეჩვენება… „ქართველობას გვართმევენო“ – სააკაშვილზე ამბობდნენ, სინამდვილეში ქართველობას ესენი გვართმევენ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g