LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უვიზო მიმოსვლის შეჩერება დღის წესრიგში არ დგას თუმცა, სიფრთხილე აუცილებელია – გია აბაშიძე

collage

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით,საქართველოში საფრანგეთის,პასკალ მენიეს გზავნილებს ექპერტი გია აბაშიძე აფასებს.მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის შეჩერება დღის წესრიგში არ დგას თუმცა, სიფრთხილე აუცილებელია ახლაც და ყოველთვის.

„ზოგიერთ მედიასაშუალებაში მორიგი გაბუქებული ნეგატივი დატრიალდა – არიქა, ვემშვიდობებით უვიზო მიმოსვლას ევროპასთან! ეს არ გახლავთ„სპუტნიკიდან“ ანდა Russia Today-დან წამოსული, აქაურია.

ჩავიკითხე, მუვუსმინე საქართველოში საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს, ეს გზავნილები ასე გავიგე და გიზიარებთ:

ახლახან საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნას შესაძლებლობა, რომ გარკვეული კატეგორიისა და პროფესიების მქონე ადამიანები საფრანგეთში დასაქმდნენ [გარკვეული პერიოდის წინ გერმანიამაც მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება]. ძირითადად, ეს ეხებათ სტუდენტებს, რომლებიც საფრანგეთში სწავლობენ და სურთ, რომ პროფესიული გამოცდილება მიიღონ. ეს იქნება ერთწლიანი პერიოდით. შეთანხმება, ასევე, ეხება გარკვეული პროფესიებისა და კატეგორიების მქონე ადამიანებს, რომელთათვისაც საფრანგეთი შეძლებას სამუშაო ვიზების გაცემას. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ საფრანგეთს სურს, საქართველოსთან ჰქონდეს ორმხრივი გაცვლა ადამიანურ და სხვადასხვა დონეზე. და ოფიციალური პარიზის მიზანია,რომ საქართველოსთან გაღრმავდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა.

უვიზო მიმოსვლის შეჩერება დღის წესრიგში არ დგას. თუმცა, სიფრთხილე აუცილებელია ახლაც და ყოველთვის. საფრანგეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე თეორიულად ყოველთვის არსებობს, თუ მოიმატებს ჩვენი თანამოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაული, გაიზრდება დაუსაბუთებლად თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ანდა საზღვრიდან გამობრუნებულთა [მოუწესრიგებელი დოკუმენტაციის გამო] მაჩვენებელი. ეს ისედაც ვიცოდით და კიდევ უფრო მეტად უნდა ავუხსნათ ჩვენს თანამოქალაქეებს. თუ ეს მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზარდა, შენგენის წევრ ერთ სახელმწიფოსაც კი აქვს უფლება, აამუშაოს შეჩერების მექანიზმი.

თუმცა, როგორც ელჩი მენიე ამბობს, პოლიტიკურად ამის გაკეთება არ სურთ, რადგან არ უნდათ ცუდად „მოქცეულთა ხარჯზე დაისაჯონ ისინი, ვინც კარგად იქცევიან“.

საფრანგეთის მიერ საქართველო უსაფრთხო ქვეყნადაა აღიარებული. თავშესაფრის მომართვიანობის ზრდის მიზეზი არ არსებობს. ფაქტია, რომ საქართველოდან ჩასულები თავშესაფარს არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მიზეზებით ითხოვენ, რაც არალეგალურია. შედეგად, უარის მიმღებნი თვითმფრინავით უკან ბრუნდებიან.

მთავარი პრობლემაა ევროპაში ჩასული საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის კრიმინალურ დაჯგუფებებში მოხვედრა. შესაძლოა, რომ რაიმე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი არსებობდეს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მოტყუებით მიჰყავს საზღვარგარეთ, რასაც კრიმინალურ საქმიანობაში ჩაბმა მოჰყვება.

ელჩმა გვითხრა: ნუ უსმენთ მათ, ნუ დაუჯერებთ, როცა გეუბნებიან, რომ ჩახვალთ საფრანგეთში ანდა ევროპის სხვა რომელიმე ქვეყანაში და პოლიტიკურ თავშესაფარს იოლად მიიღებთ. ამას ვერ მიიღებთ. ამის სანაცვლოდ კი არსებობს რისკი, რომ ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების ნაწილი გახდით და პრობლემები შეგექმნათ.

ევროკავშირის ელჩები აპირებენ, შეხვდნენ შს მინისტრს გახარიას და იმსჯელონ, კიდევ რა უნდა გაკეთდეს ევროპაში საქართველოს მოქალაქეთა მიერ დანაშაულის ზრდის შემცირებისა და მომავალ დანაშაულთა პრევენციისთვის.

ვფიქრობ, რომ ფრანგ დიპლომატსა და მის ევროპელ კოლეგებს მიაჩნიათ, რომ ის წარმატებული კამპანია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, სამეცნიერო და სამოქალაქო საზოგადოების [მათ შორის თქვენმა მონა-მორჩილმაც მიიღო მოკრძალებული მონაწილეობა] წარმომადგენლებმა ჩაატარეს, კიდევ უფრო ინტენსიური უნდა გახდეს ქვეყნის მასშტაბით.

მიუხედავად მოსალოდნელი გამოწვევებისა, რომლებსაც მოგვარება ესაჭიროება და მოგვარდება, უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდება; ევროპაში ლეგალურად დასაქმების მეტ კვოტებსაც მივიღებთ; კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და კრემლის გზავნილების მსგავსი შიდა ნეგატიური მედიაკამპანიაც ვერ მიაყენებს ამას ზიანს!“ – წერს გია აბაშიძე.

შეგახსნებთ,საქართველოში საფრანგეთის, ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი პროგრესულად იზრდება. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, პასკალ მენიე ამბობს, რომ ამის თეორიული შანსი არსებობს, თუმცა ევროკავშირს არ სურს “მათ გამო ვინც ცუდად იქცევა ისინი დაისაჯონ, ვინც კარგად იქცევა”. საფრანგეთის ელჩი პრობლემად კრიმინალსაც ასახელებს და ამბობს, რომ ევროპაში ჩასული ქართველების ნაწილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები