LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა ბილეთი გააუქმა? ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა, სახმელეთო გზით ჩამოვიდეს – რა გაარკვია ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ

1083
MIsA DA GIA

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვა და კიევი-თბილისის ჯავშნის კოდიც გამოაქვეყნა. 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე დაინტერესდა უკრაინელ ავიახაზების ბაზაში იძებნება თუ არა ბილეთი. როგორც გვეუბნება აღმოაჩინა, რომ ბაზაში მისი გვარი არ იძებნება.

აბაშიძე განმარტავს მიზეზებს, რატომ შეიძლება არ იძებნებოდეს აღნიშნული ბილეთი ბაზაში.

„ჯავშნის კოდი ნებისმიერმა მგზავრმა უნდა შეინახოს თავისთვის, რადგან ეს არის მისი პირადი მონაცემი. იქიდან გამომდინარე, რომ ექსპრეზიდენტის ჯავშნის კოდი ცნობილი იყო, ისევე როგორც მგზავრის გვარი, უკრაინული ავიახაზების ბაზაში შევამოწმე ამ ბილეთის არსებობა.

"სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული ადამიანების სიმრავლე ნამდვილად გადაფარავს მის მხარდამჭერებს, უამრავს ექნება სურვილი მას ფიზიკურად გაუსწორდეს" - გია აბაშიძე

"ბილეთის ჯავშნის გამოქვეყნება დიდად არაფერს არ ნიშნავს, მეც შემიძლია ამ წამს გამოვაქვეყნო ტოკიოში ბილეთის დაჯავშნის საბუთი."

აღმოჩნდა, რომ ჯავშანი იყო  31 დეკემბერზე, როგორც სააკაშვილზე, ასევე დედამისზე – ქალბატონ  გიული ალასანიაზე.

ცოტა ხანში კიდევ დავძებნე, არც ჯავშანის და არც სხვა მონაცემი არ იძებნებოდა, აქედან პასუხის რამდენიმე ვარიანტია.

1. ან თავად სააკაშვილმა შეცვალა ბილეთის ჯავშნები, (ხან 2 ოქტომბერია, ხან 31 დეკემბერი),

2.ან ბილეთი საერთოდ გააუქმა. 

აქედან გამომდინარე, მე არ მაქვს დადასტურებული პასუხი, რომელ რიცხვშია ბილეთი ნაყიდი, თუ არის საერთოდ ნაყიდი. გაუქმებულია თუ არა ჯავშანი და ჩამოდის თუ არა სააკაშვილი უკრაინული ავიახაზებით. შეიძლება იყოს სხვა ავიახაზები, შეიძლება  იყოს მეზობელი ქვეყნის სახმელეთო საზღრები.

შეკითხვები ძალიან ბევრია. კონკრეტული პასუხი თავად ამ ყოფილი პრეზიდენტისგან ჯერჯერობით, არ ვიცით.

დანამდვილებით არაფერი ვიცით, მაგრამ ის, რომ დიდი შეცდომა დაუშვა და  ჯავშანი გამოაქვეყნა, ამით მოგვცა იმის საშუალება, რომ ნებისმიერ ადამიანს ჯავშნის კოდით გვენახა ბილეთის სტატუსი“,  – განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები