57 წლის ამერიკელი მსახიობი, ბრუკ შილდსი მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად ნიუ-იორკში, საახალწლო საყიდლებზე გადაიღეს. ოჯახმა უზარმაზარი ნაძვის ხე შეიძინა და ის სახლისკენ თავად მიჰქონდა. ამ დღეს უმშვენიერეს მსახიობს ცისფერი ჯინსის შარვალი და თბილ ქურთუკი ეცვა.
ცნობისთვის, გასულ კვირას „საჰარასა“ და „ცისფერი ლაგუნას“ ვარსკვლავმა ჟურნალის „ჰემპტონსის“ საშობაო ნომრის გარეკანი დაამშვენა, ის ულამაზეს ქალიშვილებთან ერთად პოზირებდა.