LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური – მამუკა ბახტაძე

76

ბეშუმიდან პრემიერი ბათუმში გაემგზავრა. მამუკა ბახტაძემ მშენებარე ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის მეთაურმა პირველი კომენტარი გააკეთა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე, რომელზე მსჯელობასაც ხვალიდან პრეზიდენტი ფართო ფორმატში გეგმავს.

მამუკა ბახტაძემ იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ მიდგომას იზიარებს.

„ჩემი პოზიცია არის ისეთი, როგორიც ალბათ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, რომ ის კანდიდატი, ვინც შეირჩევა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს აპოლიტიკური და უნდა სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში. ეს არის ჩემი მიდგომა და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობა ამ მიდგომას იზიარებს”, – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები