„უზომოდ გამიხარდა“ – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში უმრავლსეობის დეპუტატი, ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენას.
„უზომოდ გამიხარდა ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე – ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე.
უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა“ – წერს წილოსანი.
ცნობისთვის, ლონდონში, Christie’s ის აუქციონზე იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. წიგნი 1 000 000 – 1 500 000 გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული, მყიდველმა მასში 1 250 000 გადაიხადა. ხელნაწერი საჩუქრად საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.
უზომოდ გამიხარდა ❤️ ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე – ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის…
Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on სამშაბათი, 11 ივნისი, 2024